მუსიკალური ინსტრუმენტების მაღაზიაში “მუსიკის სახლი”, შეგიძლიათ ისარგებლოთ თიბისი და საქართველოს ბანკის განვადებით.
რაც შეეხება ონლაინ სერვისებს, შეგიძლიათ ისარგებლოთ მხოლოდ თიბისი ბანკის ონლაინ განვადებით.
გაეცანით თიბისი ბანკის ონლაინ განვადების წესებს:
• მუსიკის სახლის ვებ გვერდზე, თქვენთვის სასურველი პროდუქციის შერჩევის შემდგომ დაიწყებთ ონლაინ შეძენის პროცედურას, სადაც გადახდის მეთოდებში აირჩევთ თიბისი ბანკის განვადებას, რის შემდგომაც გადახვალთ თიბისი ბანკის ონლაინ განვადების პლატფორმაზე, სადაც დაასრულებთ ონლაინ განვადების პროცედურას. დამტკიცების შემთხვევაში, 24 საათის განმავლობაში მომხმარებელი მიიღებს ინფორმაციას სმს-ის სახით, ბანკში დარეგისტრირებულ მობილურის ნომერზე.
• ონლაინ განვადების პროცედურა არის სრულად ონლაინ, რომელიც არ საჭიროებს ფიზიკურად ბანკის ფილიალში მისვლას.