How To Purchase

იმისათვის, რომ მუსიკალური ინსტრუმენტების მაღაზია “მუსიკის სახლის” ვებ გვერდზე, შეიძინოთ სასურველი პროდუქცია, უნდა გაიაროთ შემდეგი ეტაპები:

1. რეგისტრაცია

ვებ გვერდზე რეგისტრაციისთვის, დააჭირეთ შესაბამის ღილაკს და შეიყვანეთ რეგისტრაციისთვის საჭირო ყველა აუცილებელი ინფორმაცია. დარეგისტრირება შესაძლებელია, როგორც ფიზიკური ასევე იურიდიული პირებისათვის.

2. ინსტრუმენტის შერჩევა

რეგისტრაციის შემდეგ, გადადით პროდუქციის კატალოგში და შესაბამის კატეგორიაში შეარჩიეთ სასურველი მუსიკალური ინსტრუმენტი.

3. კალათაში დამატება

სასურველი მუსიკალური ინსტრუმენტის არჩევის შემდეგ, პროდუქციის გვერდზე დააჭირეთ კალათის ღილაკს, რათა თქვენს მიერ შერჩეული ინსტრუმენტი დაემატოს კალათაში.

4. შეკვეთის გაფორმება

შერჩეული ინსტრუმენტის კალათაში დამატების შემდეგ, დააჭირეთ ვებ გვერდის ზედა მარჯვენა კუთხეში განთავსებულ კალათის ღილაკს, რათა გადახვიდეთ შეკვეთის გვერდზე. კალათის გვერდზე გადასვლის შემდეგ, დააჭირეთ ღილაკს “შეკვეთის გაფორმება”, რის შემდეგაც ავსებთ შეკვეთის მოწოდებისთვის საჭირო ინფორმაციას: ქალაქი, მისამართი და ა.შ.

5. ონლაინ გადახდა

შეკვეთის გაფორმების შემდეგ, აგრძელებთ შეკვეთის დასრულების პროცესს, სადაც ირჩევთ გადახდის მეთოდებს, რის შემდეგაც გადადიხართ თიბისი ბანკის ონლაინ გადახდების გვერდზე, სადაც შეგყავთ თქვენი ბარათის მონაცემები და ახორციელებთ ონლაინ გადახდას. ტრანზაქციის წარმატებით განხორციელების შესახებ ინფორმაციას, მიიღებთ მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით.

0
This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.